2009-07-09

ვახტანგ ლიჩელის უნიკალური აღმოჩენაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით უნიკალური აღმოჩენა გააკეთა. ძვ. წ. VIII-I ათასწლეულების ნამოსახლარისა და სამაროვანის გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ოქროს დისკო, რომელიც კონცენტრული წრეებითა და მცენარეული ორნამენტებითაა შემკული და ძვ. წ. IV საუკუნით თარიღდება. ტექნოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით ოქროს ფირფიტა ადგილობრივი ნაწარმია.E არქეოლოგიური გათხრები თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის რეაბილიტაციის იგოეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს. გარდა ამ უახლესი აღმოჩენისა მთელი წლის განმავლობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის არქეოლოგიური ნაშთები.
Print

« იხ. ყველა სიახლე