2015-10-26

"შემოდგომის ლეგენდა 2015"-ის გამარჯვებულების დაჯილდოება

"შემოდგომის ლეგენდა 2015"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ: პირველი ადგილი - ანი გიგაშვილი; მეორე ადგილი - მარიამ ჭუმბურიძე; მესამე ადგილი - ბექა ბერაძე.
24 ოქტომბერს კახეთში, ილიას ტბაზე მდებარე ქართულ შატოში „როიალ ბატონი“ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2015“ იმპროვიზაციული ტური დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეშვიდედ გაიმართა.
10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს ქმნიდნენ. ფინალისტთა შორის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო, თბილსის სახელმწიფო სამედიცინო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ.
პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცათ. წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგებოდა: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ტორესა მოსი, მწერალი და გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია და შარშანდელი გამარჯვებული ქეთი მეფარიძე.
ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ამ ეაპზე დარეგისტირებულია 439 კონკურსანტი. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნიან ახალ ნაშრომს, მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია ბეჭდური და ონლაინ გამოცემა "ლიბერალი", რომელიც გამარჯვებული ავტორის ნაშრომს გამოაქვეყნებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე