2012-02-27

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის

27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს. სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამით განხორციელებას, სემინარების ჩატარებას და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. დაგეგმილია სამეცნიერო პროექტების განხორციელებაც.         გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, „ ერთობლივი საქმიანობა მიმართული იქნება როგორც სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისაკენ, ასევე პროფესურასთან ერთად კვლევითი სამუშაოების წარმოება, სამეცნიერო კონფერენციები და იურიდიული ლიტერატურის შექმნა.“ „ იურისტისთვის პრაქტიკული ცოდნა არის ისევე მნიშვნელოვანი როგორც თეორიული, ამიტომ მათი ჩართვა სასამართლოს მუშაობაში იქნება დიდი ნაბიჯი მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში“- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თსუ-ის მომავალ მჭიდრო თანამშრომლობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე