2016-10-03
თსუ-ში სტრატეგიული განვითარების გეგმაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
![](/data/image_db_innova/PR/14542509_10153822806577233_3457831865719271222_o.jpg)
თსუ რექტორმა ყველა თაობის უნივერსიტეტელს მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. კერძოდ, პირველად საქართველოს ისტორიაში თსუ მოხვდა მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings), სადაც რეიტინგის გაზომვა სხვადასხვა პარამეტრით ხდება. გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „
ეს კარგი სტარტია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ლიდერები ვართ, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა კვლევისა და სწავლების შერწყმა; სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება. რაც, პირველ რიგში, სწავლების შინაარსში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას გულისხმობს. ასევე, უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია, მეტი კავშირი და თანამშრომლობა უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან, წარმატებულ უნივერსიტეტებთან.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფართოებულმა აკადემიურმა საბჭომ თსუ რექტორად გიორგი შარვაშიძე 23 სექტემბერს აირჩია. 30 სექტემბერს კი თსუ წარმომადგენლობითმა საბჭომ (სენატი) კანცლერის თანამდებობაზე აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული ნუნუ ოვსიანიკოვას კანდიდატურა დაამტკიცა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, უნივერსიტეტში ყველა მმართველობითი ორგანო აირჩა. არჩევნების შედეგად მართვის ორგანოებში წევრთა რაოდენობა გაიზარდა - აკადემიური საბჭო 36 წევრისგან, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭო 72 წევრისგან დაკომპლექტდა..

« იხ. ყველა სიახლე