2010-06-08

თსუ–ს მემორანდუმი სახელმწიფო თეატრებთან

7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან და მიხეილ  თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინიციატივა თსუ–ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ეკუთვნით. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების თეატრალურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა.

თანამშრომლობის ფარგლებში ორივე თეატრის ადმინისტრაციამ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 50% ფასდაკლება დააწესა. სალაროში სტუდბილეთის წარდგენის შემდეგ სტუდენტების არასაპრემიერო სპექტაკლზე დასწრებას ნახევარ ფასად შეძლებენ.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე