2009-05-19
ახალგაზრდული გაზეთის "თსუ თაიმსის” პრეზენტაცია
![](/data/image_db_innova/PR/img38.jpg)
გაზეთში გაშუქებულია ისტორიული რუსეთის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები: ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელთან ბატონ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი და სხვა სტატიები: `რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი?” `საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში,” `რას ელოდება საქართველო სტრასბურგის სასამართლოსგან?.”…..
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცნობილი სამართლისმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები.
« იხ. ყველა სიახლე