2012-10-18

საერთაშორისო კონფერენცია- ,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“

18 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა, ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,, კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“.
კონფერენციაზე განიხილეს თემები: სამოქალაქო სამართლის რეფორმა - „legal transplants“-ის მიხედვით; სამოქალაქო სამართლის რეფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეში; შედარებითი სამართლებრივი კვლევები ევრაზიის სამართალში (სტიპენდიატების და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების ნაშრომები).
კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ჰამბურგის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორს იურგენ ბაზედოვს.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური/შუა აზიის რეგიონიდან.

 





 




Print

« იხ. ყველა სიახლე