2017-05-29

თსუ დელეგაცია ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ სომხეთში გამართულ სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი გიორგი შარვშიძე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არამ სიმონიანს შეხვდა.

შეხვედრას თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სტუდენტთა, აბიტურიენტთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ალექსანდრე მარკაროვი დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმიდნარე პროეტების გარდა, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს პროექტები, რომლებიც ახლო მომავალში განხორცილდება.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ორი უმაღლესი სასაწავლებლის მეგობრობის შესახებ ისაუბრა, გაიხსენა, ის ფაქტი, რომ  1918 წელს უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, თსუ-ს პირველ სასწავლო პროგრამაში სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად  შედიოდა საგანი „არმენოლოგია“. შემდგომში გაიხსნა სომხური ენის კათედრა, სადაც ისწავლებოდა სომხური ენა, სომხეთის ისტორია, ლექციებს კი ცნობილი ქართველი მეცნიერები აკაკი შანიძე და ზაზა ალექსიძე კითხულობდნენ. "წლების განმავლობაში უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ, ასვე მეზობლები ვართ, რაც თანამშრომლობის საზღვრების გაფართოების საშუალებას იძლევა. უკვე განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები. ორივე მხარეს კარგი შესაძლებლობები გვაქვს და შევიმუშავებთ ერთობლივ კვლევით პროექტებს. ასევე, ორივე უნივერისტეტი ჩართულია „ერასმუს“-ის პროგრამაში, რის შედეგადაც სტუდენტთა მობილობა მიმდინარეობს“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ვიზიტის ფრგლებში, თსუ დელეგაციას  სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ უმასპინძლა. „ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამჟამად, მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი სოციოლოგებთან. ვფიქრობთ, ეს შეხვედრა ბიძგის მიმცემი იქნება ჩვენს უნივერისტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. ამჯერად, ხელი მოვაწერეთ თანამშროლობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში, ასევე ვაგრძელებთ ურთიერთობებს არმენოლოგიის, არქეოლოგიის, თეოლოგიის და სოციოლოგიის მიმართულებებით. ჩვენი ორი უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით არ თანამშრომლობს. ასევე შევთანხმდით, რომ  ზაფხულში ქართულის შემსწავლელი 20 სტუდენტზე მეტი მონაწილეობას მიიღებს ორკვირიან სტუდენტურ ბანაკში, სადაც დასვენებასთან ერთად პრაქტიკასაც გაივლიან. დავდეთ შეთანხმება წლის ბოლოს ერთობლივი სპარტაკიადის ჩატარებაზეც. სომეხი და ქართველი სტუდენტები საკუთარ ძალებს გამოცდიან ჭადრაკში, ფუტზალსა და სპორტის სხვა სახეობებში",-განაცხადა გიორგი საგანელიძემ.
 
სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა თსუ-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელმაც კონცერტები გამართა ჰაკობ პარონიანის სახელობის თეატრის სცენაზე და ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ ცენტრში.


Print

« იხ. ყველა სიახლე