2016-03-15
თსუ რექტორის კომენტარი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე
![](/data/image_db_innova/PR/555.jpg)
თსუ-ში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თსუ-ში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ვითარების განმუხტვა დაავალა. შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან პარიტეტულ საწყისებზე შეხვედრის ორგანიზება დაავალა.
ამ წუთებში თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, ორივე სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხვდებიან მინისტრ თამარ სანიკიძეს.
« იხ. ყველა სიახლე