2011-05-25
ალი ალიევის გამოფენა თსუ–ში
![](/data/image_db_innova/PR/ali alievi foto.jpg)
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ატაშე ყურბან აბასი დაესწრნენ.
„ალი ალიევი საპრეზიდენტო პროგრამის მსმენელია. თსუ–ში ამ პროგრამაზე კიდევ 6 ათეული სტუდენტი სწავლობს, მომავალი წლიდან მათ რაოდენობა გასამმაგდება. ერთწლიანი კურსის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში ნებისმიერ სპეციალობაზე გააგრძელონ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და გაღვივებაზეც ზრუნავს, ამიტომ დღევანდელი გამოფენა თსუ–ის ყველა სტუდენტისთვის სამომავლოდ კარგი სტიმულია“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
« იხ. ყველა სიახლე