2013-03-29

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გაზეთ „პრაიმ-თაიმს“ შორის

29 მარტს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და გაზეთ „პრაიმ-თაიმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს გაზეთის დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ და თსუ სოციალურ დაპოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სერგი კაპანაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები  პრაქტიკულ მეცადინეობას, სამ თვემდე სტაჟირების კრედიტ-კურსს  გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში გაივლიან. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს  შეეძლებათ დაუსვან კითხვები პრესკლუბის სტუმრებს. სტაჟირების დროს განხორციელებული აქტივობები სტუდენტებს თავისუფალ კრედიტებში ჩაეთვლებათ.
„პრაიმ-თაიმმა“ მსგავსი შინაარსის ხელშეკრულებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (თეატრალურ უნივერსიტეტთან, ილიას უნივერსიტეტთან, ჯიპასთან, ალმა-მატერთან და აგრარულ უნივერსიტეტთან) გააფორმა.  

Print

« იხ. ყველა სიახლე