2010-04-29

ჰერეთის დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

28-29 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰერეთის დღეები მეექვსედ აღინიშნა. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში 28 აპრილს ჰერეთის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი პროფესორ_მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, 29 აპრილს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა და ფოლკლორული საღამო მოეწყო. გამოფენაზე ჰერეთის ისტორიის ამსახველი სურათები, გამოჩენილი მოღვაწეების პორტრეტები და ისტორიკოს ბუბა კუდავას მიერ გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს.
ჰერეთის დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ წელს იმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე