2011-06-13
თსუ–სა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
![](/data/image_db_innova/finansta saministros akademia.jpg)
“თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ აკადემიის სასერთიფიკაციო პროგრამებში და გაიარონ სტაჟირება. ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გამოიმუშავონ ის უნარ–ჩვევები, რომელიც მომავალში გამოადგებათ“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში.
„აღნიშნული თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. ფინანსთან სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებას ფინანსთა სამინისტროსა თუ სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. აკადემია აქტიური რებრენდინგის პროცესშია და ახალი ძალებით ჩვენ შევეცდებით უფრო აქტიური თანამშრომლობა დავამყაროთ უმაღლეს სასწავლებლებთან“, – განაცხადა აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ.
« იხ. ყველა სიახლე