2010-05-17

ერთიანი სტუდენტური მოძრაობა

17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა.  პრეზენტაციაზე  მესამე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატი, მოძრაობის ლიდერი დაჩი გუბაძე   დასახელდა. „პრიორიტეტები, რომელიც ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ ორი წლის წინ დასახა დღესაც აქტუალურია. თანამიმდევრულად მივდევთ არჩეულ გზას და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. 2010 წლისთვის ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ ახალ პროგრამებს და ყოველთვის ვიქნებით სტუდენტების სამსახურში“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა.
თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  18 მაისს ჩატარდება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე