2014-09-30

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საჯარო ლექცია თსუ-ში

ევროინტეგრაციულ პროცესებზე, საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოების პერსპექტივაზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ.
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თსუ სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ევროინტეგრაციის მომავალი.“ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით , „იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წაიკითხა საჯარო ლექცია ევროკავშირთან, მის მომავალთან დაკავშირებით; ისაუბრა იმ ხედვებზე, რომელიც აქვს თანამედროვე ევროპას, თუ რა პრობლემები აქვს და როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. ჩვენი აუდიტორია იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, სტუმრებთან ერთად შეხვედრას  ესწრებოდა სტუდენტობა და ჩვენი პროფესურა. იყო საინტერესო კითხვები.“
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა ევროპაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და კრისზისიდან თავის დაღწევის გზებზე. „ინტეგრირებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს ევროპის ქვეყნებთან, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მიზნის მიღწევას. განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამის რეფორმა, უნდა გავაფართოვოთ შესაძლებლობები ევროპელების განათლებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი ვილნიუსში, შესანიშნავი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის. ახლა ეს შეთანხმება უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მისი იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეებისთვის, ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვი. ამ ხელშეკრულების განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც,“-აღნიშნა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ.
ენრიკო ლეტა,  მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია,  რომელიც 2013-2014 წლებში მეთაურობდა იტალიის მთავრობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე