2017-10-03
საჯარო ლექცია "ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"
ფარისებრი ჯირკვლის
პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა
დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მილიონი ადამიანი ავადდება. პროფესორი დრალე იმ ქირურგიული მეთოდის ავტორია, რომელიც დღეისათვის სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში, ინგლისში, აშშ-ში, საქართველოში.
ლექციას თბილისის სხვადასხვა კლინიკების მოქმედი ქირურგები და ენდოკრინოლოგები დაესწრნენ.
ლექციის შემდეგ ჰენინგ დრალესა და თსუ-ის რექტორის მოადგილეს
მიხეილ ჩხენკელს
შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესენის უნივერსიტეტის ენდოკრინული
ქირურგიის კათედრაზე ქართველი სტუდენტების მიერ პრაქტიკის გავლის
პერსპექტივებზე ისაუბრეს.
« იხ. ყველა სიახლე