2018-12-03
პროფესორ ბრაიან ვილსონის სალექციო კურსი - „საზღვაო უსაფრთხოება“
![](/data/image_db_innova/20181122_184419.jpg)
პროექტის განხორციელებას თსუ-ს მხრიდან კურირებდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი
ლევან ალექსიძე, ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი
ეკა სირაძე და ასისტენტ პროფესორი
მარიამ კევლიშვილი.
ბრაიან ვილსონი არის აშშ-ის გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე და აშშ-ის საზღვაო სამხედრო აკადემიის მოწვეული ლექტორი. პროფესორი ვილსონი არის საზღვაო უსაფრთხოებასა და ზღვაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე უამრავი მაღალკვალიფიციური ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, იგი წლების განმავლობაში იყო აშშ-ის საზღვაო სამხედრო ფლოტის (პენტაგონი) გენერალური საბჭოს სპეციალური მრჩეველი, ხელმძღვანელობდა აშშ-ის დელეგაციას (საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში) საერთშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და უშუალოდ მონაწილეობდა SUA 2005-ის მიღებაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბ-ნი ვილსონი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10 დღის მანძილზე აქტიური მონაწილეობა მიეღოთ უაღრესად საინტერესო ლექციებში. კურსზე რეგისტრირებულ სტუდენტებს გადაეცათ სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა, როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონულად.
იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტენტი
ანა კორინთელი დაჯილდოვდა, როგორც საუკთესო მოხსენების ავტორი. სტუდენტებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს როგორც პროფესორი ვილსონის, ისე საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან.
„საზღვაო უსაფრთხოების კურსი“ განხორციელდა აშშ-ს მთავრობის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და იურიდიული ფაკულტეტის აქტიური თანამშრომლობის შედეგად.
« იხ. ყველა სიახლე