2016-03-30

თსუ რექტორი სტუდენტებს შეხვდა

თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა „აუდიტორია 115“-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. რექტორმა  გააცნო სტუდენტებს ინფორმაცია საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ და უპასუხა კითხვებს. ვლადიმერ პაპავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა სტუდენტების პოზიციები, მთავარი ფაქტორი კი უნივერსიტეტის ინტერესები იყო. 

თსუ აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რაც შეეხება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებას - იგი გააგრძელებს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას უწყვეტ რეჟიმში არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, რათა უზრუნველყოფილი იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და უნივერსიტეტში შეუფერხებელი სასწავლო პროცესი. 

Print

« იხ. ყველა სიახლე