2012-02-07
საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლი
![](/data/image_db_innova/PR/Picture 045.jpg)
პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის შედეგად ქსნის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.
უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეასწავლიან .
სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.
”საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლები”, ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

« იხ. ყველა სიახლე