2009-06-19

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ინსტიტუტისდღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება

2009 წლის 20 ივნისს 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა  და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ინსტიტუტისდღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს ახალბერძულ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაციასაც შესთავაზებენ. ამ დღესთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგებიან ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ადამ ადამიდისი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, ცნობილი ბერძენი მწერალი, შემოქმედებითი გაერთიანება „პანორამას“ ხელმძღვანელი მარიანა კორომილა და სხვები. მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპ., IV სართ., სააქტო დარბაზი.
Print

« იხ. ყველა სიახლე