2012-06-29

"მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარი თბილისისთვის"

29 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტმა კონფერენცია გამართა თემაზე ,,მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარი თბილისისთვის".
კონფერენციის მიზანია წარმოადგინოს მიმდინარე პროექტის – ქალაქის ს ეისმური რისკის სცენარი –ი დღეისათვის მიღებული შედეგები, აგრეთვე არსებული პრობლემები, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება სეისმურ რისკთან დაკავშირებით და ხელი შეეწყოს ქვეყანაში კატასტროფების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის კულტურის ამაღლებას. ასევე იგი მიმართულია მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის დიალოგის გაძლიერებისაკენ და კატასტროფის რისკის შემცირების კოორდინირებული ღონისძიებების მობილიზაციისაკენ.
პროექტის მენეჯერის, თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის ნინო წერეთლის ინფორმაციით, საჭიროა მოსალოდნელი კატასტროფებისა და რისკების შესახებ ეროვნული საკანონმდელო ბაზის ჩამოყალიბება და ჰარმონიზება. მისი თქმით,  "საქართველოში მიწისძვრის საფრთხე უნდა განვიხილოთ, როგორც ნეგატიური ფაქტორი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში,  ხოლო მისი დამანგრეველი შედეგების შემცირება შესაძლებელია, თუ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია და ცოდნა სეისმური საშიშრო ებისა და მისი შეფასების შესახებ. კონფერენცია მიზნად ისახავს შეფასების სფეროში ერთიანი, დამოუკიდებელი სტანდარტის შექმნას ეროვნული და რეგიონული მასშტაბით. მისი განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული და რეგიონული ელემენტების ურთიერთშეხამებას, ასევე სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის ინტეგრირებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას."
"მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარის არსებობა მნიშვნელოვანია თბილისისთვის, რადგან აქ მრავლადაა მაღალი რისკის შენობები. ეს შენობები წინა საუკუნეებშია აგებული. ბევრს ექსპლუატაციის ვადაც აქვს გასული. აღნიშნუ  ლი რისკისა და სცენარის ცოდნა შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას მოგვცემს, რათა ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი"_აღნიშნა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ.  "
ღონისძიებას თბილისის მერიის, საქართველოს მთავრობისა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე