2019-07-22

საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის სამართალში

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის სამართალში. კონფერენციის ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხია. კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად და IRZ-ს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილეები ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს გამოჩენილმა გერმანელმა და ქართველმა იურისტებმა. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის გერმანიიდან ჩამოვიდნენ სამართლის დოქტორები და პროფესორები: ალბინ ეზერი, მარტინ პაულ ვასმერი, ერიკ ჰილგენდორფი და ქარსტენ ქუშე.
კონფერენციაზე მედიცინის სამართლის აქტუალური საკითხები ძირითადად განხილულ იქნა სისხლის სამართლის ჭრილში, ასევე მოხსნებები გაკეთდა სამედიცინო სამართლის პრობლემებთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართლისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში.
Print

« იხ. ყველა სიახლე