2017-02-23
ენათმეცნიერების ინსტიტუტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება
![](/data/image_db_innova/PR/first_page.jpg)
როგორც ცნობილია, თსუ-ს დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულს-არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ძალოვანი კაბელის დაზიანების გამო. თსუ ადმინისტრაციამ 2017 წლის იანვარში წერილით მიმართა ს.ს. თელასს, დაზიანებული კაბელის დროულად აღდგენასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო უარი, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული კაბელი არ იმყოფებოდა მათ ბალანსზე. ამის შემდეგ თსუ-ს ადმინისტარციამ მიმართა სემეკს, რათა განეხილა უნივერსიტეტის საჩივარი კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მიზნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 23 თებერვალს კომისიის სხდომაზე გაიტანა აღნიშნული საკითხი და დასკვნა თსუ-ს სასარგებლოდ გამოიტანა.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ს.ს. თელასს დააკისრა ინსტიტუტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება, რაც უნდა უზრუნველყონ არაუგიანეს 2017 წლის 31 მარტისა. კომისია მონიტორინგს გაუწევს აღიშნული საკითხის დროულად შესრულებას. ასე რომ, იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს სრული დატვირთვით აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება“ - აღნიშნა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.
« იხ. ყველა სიახლე