2009-06-30

ტექნოლოგიური გამოფენა “განახლებადი ენერგია – MADE IN GERMANY”

30 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტექნოლოგიურ გამოფენას სახელწოდებით “განახლებადი ენერგია – MADE IN GERMANY” უმასპინძლა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტთან ერთად პროკრედიტ ბანკმა და საქართველოს საკარიერო სერვისმა მოაწყო. გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინგლისურენოვანი გამოფენა 26 პლაკატისგან შედგება, რომლებშიც მომავლის ენერგიის გამომუშავების სხვადასხვა შესაძლებლობებია ასახული.
განახლებადი ენერგიის თემაზე გამართული გამოფენა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დოქტ. პატრიცია ფლორმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე