2013-04-12

ლერი გოგოლაძის იუბილე თსუ-ში

10 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის, ცნობილი წყალბურთელის ლერი გოგოლაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, წყალბურთის ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ლერი გოგოლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლერი გოგოლაძე არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი წყალბურთში.; თამაშობდა თბილისის „დინამოში“(1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64); არის XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი), თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-იდან). 1985-87 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე