2010-03-11

ფრანკოფონული საინფორმაციო ცენტრის საორიენტაციო საბჭოს სხდომა

       11 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ფრანკოფონული საინფორმაციო ცენტრის საორიენტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
       შეხვედრის მიზანი ქართული უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნებთან ფრანკოფონული საინფორმაციო ცენტრის პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა იყო.  
       ფრანკოფონიის საინფორმაციო ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს. ცენტრი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან თანამშრომლობს და მათ საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფს; ამასთან ერთად ფრანკოფონული საინფორმაციო ცენტრი ორგანიზებას უწევს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, იძლევა დისტანციური სწავლების საშუალებას და ემსახურება უნივერსიტეტში თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას.
        საორიენტაციო საბჭოს სხდომას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ფრანკოფონული საინფორმაციო ცენტრის რეგიონული კოორდინატორი პეტკო სტაინოვი, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წევრები დაესწრნენ.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე