2013-12-31
თსუ საგრანტო კონკურსებში კვლავ ლიდერია
![](/data/image_db_innova/PR/tsu.wqBik9VFR0.jpg)
საგრანტო კონკურსში ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები” დაფინანსებული 68 საპროექტო განაცხადიდან 23 გრანტი თსუ მაგისტრებისა და დოქტორების მიერ არის მოპოვებული, რაც დაფინანსებული განაცხადების 38%-ია საერთო ბიუჯეტით 317 610 ლარი.
კონკურსის შედეგად სტუ-დან დაფინანსდა 10 პროექტი, ილიაუნი-დან - 10 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან - 4 პროექტი, თსსუ-დან - 2 პროექტი.
ამავე დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის“ ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებშიც თსუ ლიდერობს. ქვეპროგრამის 8 პროექტიდან (საერთო ბიუჯეტი 310 700 ლარი) თსუ-ს 4 პროექტი დაფინანსდა (საერთო ბიუჯეტი 144 958 ლარი).
კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაფინანსდა 2 პროექტი. თითო-თითო პროექტი მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
« იხ. ყველა სიახლე