2017-12-29
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად თოთხმეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა მოაწერა ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას, სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში და კვლევებში ჩართულობას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მიზანია თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლა.
« იხ. ყველა სიახლე