2016-10-27

რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო ფისკალური ასოციაციის (International Fiscal Association) რუსეთის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“ გაიხსნა. კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საგადასახადო სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: სახელმწიფო ფისკალური სტრუქტურების, საკონსულტაციო კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე  ესწრებოდა. მისი განცხადებით, ,,ძირითადად საუბარი იყო ფისკალურ პოლიტიკაზე, საგადასახადო სისტემებზე, იმაზე თუ რა  იურისდიქციებთან გვავქს ჩვენ და ჩვენს მეზობელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დაბეგვრის სისტემებზე. ასევე განიხილება ისეთი სავაჭრო ურთიერთობები, როგორიცაა ურთიერთობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროგაერთიანებასთან (CFTA), ასეთივე ხელშეკრულებაა დადებული თურქეთთან, ახლახან მოეწერა ხელი ჩინეთთან.’’  მისი თქმით,  ეს თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილება გავუზიაროთ მეზობლებს.

საერთაშორისო ფისკალური ასოციაციის რუსეთის სამეცნიერო მდივანი ვიქტორ მაჩეხინი მოხარულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი მსგავს იდეებს უჭერს მხარს. მისი თქმით,  , ,აქ საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლებმა მოიყარეს თავი. ეს თემა ძალიან საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რადგან საგადასახადო სისტემაში დღეს გლობალური ინტერესები იჩენს თავს. სხვადასხვა ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ ახალი ინსტრუმენტების შესამუშავებლად.’’

საერთაშორისო კონფერენციაში ექვსი ქვეყნის წარმოამდგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე