2020-06-03
ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
.jpg)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა მარგიშვილმა შეხვედრაზე წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვა კლასტერული აკრედიტაციის შესახებ, უცხოელმა კოლეგებმა კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თუ რა გამოცდილება არსებობს ევროპულ ქვეყნებში ამ მხრივ, რა გზა გაიარეს პროგრამების შეფასების მხრივ ENQA-ს წევრმა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა და რა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები შეიძლება ქონდეს კლასტერული აკრედიტაციის ცალკეულ ფორმას.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ თემატური ჯგუფი შეაფასებს აკრედიტაციის პროცესს და ასევე, შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას კლასტერული აკრედიტაციის თემაზე. მიღებული შედეგების საფუძველზე, მოამზადებს რეკომედნაციებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ.
« იხ. ყველა სიახლე