2009-06-02

2009 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ–მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

2009 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ–მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა წაიკითხა ლექცია თემაზე: რუსეთ–საქართველოს ურთიერთოებები.დასასრულს მინისტრმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდა თსუ–ს რექტორი გიორგი ხუბუა , მან აღნიშნა: ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის პირველი დიპლომატის სტუმრობა თსუ–ში გაიმართა საკმაოდ ცოცხალი დისკუსია და ჩვენმა საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის და საერთაშორისო სამართლის სტუდენტებმა მიიღეს პასუხი უშუალოდ ქვეყნის პირველი დიპლომატისგან. ძალიან საინტერესო აქცენტები იყო დასმული მინისტრის მოხსენებაში,. ჩვენ აგრეთვე შევთანხმდით , რომ მინისტრი მომავალში წაიკითხავს ლექციათა კურსს თსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის სტუდენტთათვის.


Print

« იხ. ყველა სიახლე