2009-09-01

სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტ ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა ლოტ 6-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტთა კონსცორციუმის წევრთა შეხვედრას უმასპინძლებს. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ევროპის საგანმანათლებლო უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო და სამეცნიერო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში. დაგეგმილი რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთიდან და იტალიიდან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც შეხვედრებს საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებთან გამართავენ. პროექტ ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა ლოტ 6-ში საქართველოს წარმოადგენენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე