2015-05-25
"Smart-up Georgia"-ს დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება
19 მაისს ესტონურ-ქართული პროექტის "Smart-up Georgia"-ს დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „F.I.T“, რომლის ბიზნეს იდეა გულისხმობს ხილის ჩიფსების წარმოებას უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით.![](/data/image_db_innova/PR-2/_MG_3797.jpg)
მეორე ადგილზე გუნდი „RooRy“ გავიდა, რომლის ბიზნეს იდეა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეიმუშაოს და შეიძინოს სასურველი დიზაინის დეკორატიული შპალერები.
მესამე ადგილზე - გუნდი ,,AbracaDabra“, რომელიც თავის მომხმარებელს შესთავაზებს ონლაინ პლატფორმას ნახევარგანაკვეთიანი დასაქმების შესაძლებლობებზე.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრიზი (I ადგილი - 5000 ლარი II ადგილი - 3000 ლარი, III ადგილი- 2000 ლარი) და 8-15 ივნისს სასწავლო ტურით გაემგზავრებიან ესტონეთში.
ფინალურ ტურში 11 გუნდი მონაწილეობდა. სულ კონკურსში საქართველოს 21 უნივერსიტეტის 133 ბიზნეს პროეტი იყო წარდგენილი საიდანაც შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 20 გადავიდა.
პროექტი ,,Smart-up Georgia” ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ არის ინიცირებული და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „F.I.T“, რომლის ბიზნეს იდეა გულისხმობს ხილის ჩიფსების წარმოებას უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით.
![](/data/image_db_innova/PR-2/_MG_3797.jpg)
მეორე ადგილზე გუნდი „RooRy“ გავიდა, რომლის ბიზნეს იდეა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეიმუშაოს და შეიძინოს სასურველი დიზაინის დეკორატიული შპალერები.
მესამე ადგილზე - გუნდი ,,AbracaDabra“, რომელიც თავის მომხმარებელს შესთავაზებს ონლაინ პლატფორმას ნახევარგანაკვეთიანი დასაქმების შესაძლებლობებზე.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრიზი (I ადგილი - 5000 ლარი II ადგილი - 3000 ლარი, III ადგილი- 2000 ლარი) და 8-15 ივნისს სასწავლო ტურით გაემგზავრებიან ესტონეთში.
ფინალურ ტურში 11 გუნდი მონაწილეობდა. სულ კონკურსში საქართველოს 21 უნივერსიტეტის 133 ბიზნეს პროეტი იყო წარდგენილი საიდანაც შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 20 გადავიდა.
პროექტი ,,Smart-up Georgia” ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ არის ინიცირებული და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად.
« იხ. ყველა სიახლე