2014-07-29

შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს  ილია მეორეს 27 ივლისს ქართველ მეცნიერთა დელეგაცია ესტუმრა. მათ პატრიარქს დამდეგი ანგელოზის დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საუბარი განათლებისა  და მეცნიერების აქტუალურ პრობლემებს და საინტერესო ინიციატივებს შეეხო.  პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, კავკასიის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ელდარ ისმაილოვი.

Print

« იხ. ყველა სიახლე