2010-05-29

იურიდიული ფაკულტეტის ანგარიში საზოგადოებას

28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დეკანატი ანგარიშით წარსდგა. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები და ჩატარებული სამუშაოები გააცნო. დეკანმა განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა.

იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს ევროსაბჭოს, ევროკავშირის და პარტნიორი გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42–ე მუხლის წევრები ისმენდნენ.  ანგარიშის წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუაც დაესწრო.

იხილეთ ანგარიში
Print

« იხ. ყველა სიახლე