2012-08-21
ქართველი ემიგრანტი თსუ ემიგრაციის მუზეუმში
![](/data/image_db_innova/PR/599285_10151017836932233_26205451_n.jpg)
„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ საზოგადოებაში მოვხვდი. ძალიან სასიამოვნოა პატრიოტი ემიგრანტების ფოტოებისა და მათ შესახებ დაწერილი წიგნების ნახვა. მათი ცხოვრება ძალიან საინტერესოა ეს შეხვედრა ჩემთვის ძვირფასი იყო“ , - აღნიშნა მამია ზაქრაძემ.
გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამია ზაქრაძე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 5 წელი ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო 1950 წლის ივნისში გერმანელ მეუღლესთან და შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სათვისტომოსთან.
![](/data/image_db_innova/PR/546699_10151017834817233_445984792_n.jpg)
ამერიკული ემიგრაციის ღირსეულმა წარმომადგენელმა სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში „ალავერდი“ მიიწვია. ამ კავკასიურ საზოგადოებაში გაწევრიანებული იყვნენ ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები. კავკასიური სახლის პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ”ალავერდის” მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა.
მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა. ამჯერად კი იგი სამშობლოს შვილიშვილებთან ერთად ესტუმრა.
« იხ. ყველა სიახლე