2012-09-20

„თბილისი 2012: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“

20 სექ ტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის, ევროპის ინსულტის ორგანიზაციის,  საქართველოს ინსულტის ასოციაციის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ამერიკის ნეიროგამოსახულების ასოციაციისა და საქართველოს მეცნიერების და ბიზნესის ასოციაციის ეგიდით გაიხსნა მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის მე-5 რეგიონული შეხვედრა   „თბილისი 2012: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ("Tbilisi 2012: Stroke Prevention, Diagnosis and Treatment”,5th Regional Meeting of the World Stroke Organization (WSO).
მომხსენებლებმა ისუბრეს ინსულტთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში და ძირითადად ამ პრობლემების პრევენციაზე.
კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული წამყვანი ნევროლოგები.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე