2015-01-20

მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნება „ვეფხისტყაოსნით“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნება „ვეფხისტყაოსნით“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი, დოქტორი ლაშა ჟვანია, თსუ პროფესორები, ებრაისტიკის მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ქართველ და ებრაელ ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. არაერთი მეცნიერის კვლევის საგანი გამხდარა ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ორმა დიდმა ერმა შექმნა. ბუნებრივია, რომ მსგავსი სამეცნიერო კვლევები დღესაც წარმოებს და ეს ერთგვარი გამოწვევაა, მკითხველი უნდა ელოდოს ძალიან საინტერესო შედეგს.“
„მონოგრაფია არის ბიბლიის კომენტარი. ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რამხელა საგანზურია „ვეფხისტყაოსანი“. იგი მთელი ბიბლიის კომენტარია. ჩვენ უნდა მოვეპყრათ მას, როგორც წმინდა წიგნს,“- აღნიშნა მონოგრაფიის ავტორმა მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძემ.




Print

« იხ. ყველა სიახლე