2009-05-14

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის ერზუმის ათათურქის უნივერსიტეტსა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის ერზუმის ათათურქის უნივერსიტეტსა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთმანეთთნ ითანამშრომლებენ: სწავლების, კვლევის, აკადემიური პერსონალის განვითარების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლის სფეროებში. როგორც თსუ-ს რექტორმა ბატონმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა:
“თურქეთი ჩვენი მეზობელია და მეზობლობა და ერთად ყოფნა მოითხოვს ინტენსიურ თანამშრომლობას. ამ მხრივ ჩვენ უნივერსიეტეტებს უდიდესი მისია აკისრია. ერზრუმის უნივერსიტეტთან დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავააქტიუროდ გაცვლითი პროგრამები სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შორის, განვახორციელოთ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, თსუ-ში გავააქტიუროდ თურქოლოგიის სწავლება, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტში დაიწყება ქართული ენის სწავლება. და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები.”
Print

« იხ. ყველა სიახლე