2010-11-16
საპატრულო პოლიციის უფროსი და პოლიციის აკადემიის რექტორი თსუ–ს ესტუმრნენ
![](/data/image_db_innova/PR/IMG_1718.jpg)
„მაღალ დონეზე აღნიშნულ სპეციალობებს სტუდენტები მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლებიან. ჩვენ გვსურს მათთვის სამომავლო პერსპექტივა წინასწარ განვსაზღვროთ და პროფესიონალი კადრები ჩვენს ბაზაზე დავასაქმოთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ახალი პროექტი, რომელიც აკადემიასა და საპატრულო პოლიციაში ერთობლივად დაიგეგმა, კრიმინალისტურ სამსახურში პროფესიული კადრების მომზადებას და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ყველა სტუდენტს სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
« იხ. ყველა სიახლე