2014-05-27

ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“ თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მეწარმეობის დაწყებისა და მისი განვითარების პრობლემატიკაზე იმსჯელეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართველმა და  უცხოელმა ექსპერტებმა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მესამე ეკონომიკურ პოლიტიკური ფორუმის „თბილისის ბალკონის“ თემაა მეწარმეობა. ფორუმზე მოხსენებებს წაიკითხავენ  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი "Teekampagne"-ს დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი; გერმანიის ეროვნული და ევროკავშირის სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, სოციალური მეწარმეობის სააგენტოს ,,iq consult”–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნორბერტ კუნცი; ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორი ვოლფგანგ ვენგი და სხვა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება გიუნტერ ფალტინის  წიგნის , ,გონება ამარცხებს კაპიტალს“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის განცხადებით, „მეწარმეობა არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველი. მეწარმეობის ქვეშ არ იგულისხმება მხოლოდ მართვა საწარმოსი თუ კომპანიის, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს. მეწარმეობაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ნოვატორობა ეკონომნიკაში.  ჩვენ მოვისმინეთ გიუნტერ ფალკონის საკმაოდ საინტერესო მოხსენება, რომელიც გახლავთ როგორც ცნობილი ეკონომისტი და თეორეტიკოსი, ასევე ცნობილი მეწარმე. შესაბამისად, ის უკვე თვითონ წარმოადგენს ფენომენს - მეწარმეობისა და ნოვატორობის ერთიან ინტეგრაციას. მისი ლექცია არის არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ მისი მოსაზრება, მეწარმეობის შესახებ, რა მიმართულებით ვითარდება ის მსოფლიოში.“  
„ამ ღონისძიების მიზანია, რომ კომპანიებს კარგად ესმოდეთ მეწარმეობა, როგორ დააფუძვნონ და მართონ კომპანია. ეს ყველაფერი მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, განსაკუთრებულ მიდგომებს. დღეს ძალიან ადვილია კომპანიის ჩამოყალიბება, რადგანაც არსებობს ინტერნეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და კაპიტალი კომპანიისთვის შემაფერხებელი ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ მეწარმეობის სფეროში,“- აღნიშნა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, კომპანია "Teekampagne"-ს დამფუძნებელმა გიუნტერ ფალტინმა.
მესამე საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმის „თბილისის ბალკონის“ ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების  ქართულ–გერმანული ინსტიტუტი.




Print

« იხ. ყველა სიახლე