2009-02-25

რუსული აგრესია 1921 წლის თებერვალი 2008 წლის აგვისტო

25 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებები გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში 1921 წლის თებერვალში კოჯორთან და ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. შემდეგ გაიხსნა გამოფენა სადაც წარმოდგენილი გახლდათ საქართველოში რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოები,
ჩატარდა კონფერენცია თემაზე: 1921 წლის 25 თებერვალი – ისტორია, შედეგები, გაკვეთილები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია, ლიტერატორი რევაზ კვერენჩხილაძე, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ასტამაძე, თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, რომელმაც აღნიშნა “1921 წლის 25 თებერვლის გახსენება, წელს, განსაკუთრებით მძიმეა ემოციურად, რადგან ახლა უკვე ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ტრაგიკული თარიღი მხოლოდ ისტორიის საკუთრებას კი არ წარმოადგენს, არამედ იმ ხანგრძლივი აგრესიის სიმბოლოდაა ქცეული, რომლის შედეგებიც განსაკუთრებული სიმწვავით კიდევ ერთხელ შევიგრძენით გასული წლის აგვისტოში. ამიტომაც დღეს, როგორც არასოდეს გვმართებს ისტორიის გაკვეთილების გათვალიწინება და არდავიწყება წარსული გამოცდილებისა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობა.
დასასრულს ნაჩვენები იყო თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „1921 წლის შემდეგ.”
Print

« იხ. ყველა სიახლე