2009-01-23

გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებმა თსუ-ში წიგნის პრეზენტაცია გამართეს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გერმანია-საფრანგეთის ისტორიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. 1963 წლის 22 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა კორნარდ ადენაუერმა ელისეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მას შემდეგ გერმანია საფრანგეთის თანამშრომლობის ამოსავალ დოკუმენტად იქცა. “დღევანდელი ღონისძიება შარლ დე გოლისა და ადენაუერის ელისეს ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება. 22 იანვარი სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების დღეა და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებმა გერმანისა და საფრანგეთის ისტორიის სახელმძღვანელო გამოუშვეს, რომელშიც მათი ისტორია და განვითარების ეტაპებია ასახული. ეს წიგნი მეთოდური მიმართულებისაც არის და შესაძლებელია, მისი სასწვლო სახელმძღვანელოდ გამოყენებაც, ეს არის ერთ-ერთი მიზანი იმისა, რომ, საქართველოს კონფლიქტურ ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებელობა ვაჩვენოთ”, _ აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ. “ჩვენთვის ამ სახელმძღვანელოს დიდაქტიკური კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, მაშინ, როცა საქართველოში პრობლემური რეგიონები არსებობს. საფრანგეთმა და გერმანიამ ამ სახელმძღვანელოს პრეზენტაციისთვის უნივერსიტეტი შეარჩიეს, რადგან ევროპული ინტეგრაციის ასპექტები ჩვენი ახალგაზრდობის ამოსავალი წერტილია,” _ აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ბატონმა გიორგი ხუბუამ.
Print

« იხ. ყველა სიახლე