2011-03-29

მანანა გეგჭკორის სახელობის სტიპენდია 2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 მარტს მანანა გეგჭკორის სახელობის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფ აკულტეტის გამოყენებითი ბიოლოგიის და აგროტექნოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი ცოტნე ჩიტიაშვილი ერთი წლის განმავლობაში სახელობით სტიპენდიას წელიწადში 2000 ამერიკული დოლარის რაოდენობით მიიღებს.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კონკურსი უკვე მეორე წელლია იმართება. შარშანდელის მსგავსად სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მიღებული საბუთების საფუძველზე საუკეთესო კანდიდატების სია დაადგინა, რომელთა შორის გასაუბრების შედეგად გამარჯვებული სტიპენდიატი გამოვლინდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე