2016-04-28
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა სტუდენტებთან
![](/data/image_db_innova/PR/13113021_10153473436402233_5357511048670964710_o.jpg)
ამასთან, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესისა თუ პროგრამების ცვლილებებზე, ქართულ ენაზე არსებული სახელმძღვანელოების დეფიციტსა და მისი მოგვარების გზებზე; უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე. „უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, თავად აირჩიოს მმართველი ორგანოები. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში უნივერსიტეტი ერთიანი იქნება,“- განუცხადა დარეჯან თვალთვაძემ სტუდენტებს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე დარეჯან თვალთვაძემ განმარტა, თუ რატომ არ შეხვდა სტუდენტთა ცალკეულ ჯგუფებს. „სტუდენტთა ცალკეულ ჯგუფებთან ჩემი შეხვედრა არ იქნებოდა სწორი. არ შეიძლება მათი დაყოფა რაიმე ნიშნით. ყველა სტუდენტს ერთნაირად აქვს აზრის გამოთქმის, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის უფლება. სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩემთვის. ცხადია, აქამდეც ვიცოდი, თუ რაზე ფიქრობენ სტუდენტები, რა პრობლემებია. თუმცა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ არსებულ პრობლემებზე საჯაროდ გამეცა პასუხი. სტუდენტებს ჩემგან უნდა მოესმინათ თუ რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს უნივერსიტეტში, რამდენ ხანს გაგრძელდება ე.წ. გარდამავალი პერიოდი. სტუდენტებთან ურთიერთობის გარეშე პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება. ჩვენი უმთავრესი საქმეა დაგეგმილი პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა,“- განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ. მისივე თქმით, სტუდენტების წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს მომავალშიც გაიმართება.

« იხ. ყველა სიახლე