2009-06-17

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შსს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2009 წლის 15 ივნისს საქართველოს შსს აკადემიაში გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შსს აკადემიას შორის.
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს შსს აკადემიის მსმენელებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას. ზემოხსენებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელება, უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობით ერთიანი ლექცია-სემინარების ორგანიზება, ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება, იმიტირებული სასამართლო პროცესების ერთობლივად ორგანიზება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შსს აკადემიის ბიბლიოთეკების იურიდიული ლიტერატურით გამდიდრება.

Print

« იხ. ყველა სიახლე