2016-03-24
შეხვედრა სტუდენტებთან
![](/data/image_db_innova/PR/12885973_10153392583227233_3689844594914013458_o.jpg)
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან, კონკრეტულად, რექტორის საქმიანობასთან. „მათი მოთხოვნა არის უცვლელი-რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ჩვენი პასუხი არის მარტივი - მე გადადგომას არ ვაპირებ, თუმცა აკადემიურ საბჭოს დაწყებული აქვს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურა და ამ პროცედურაში რექტორი არ მონაწილეობს“.
ამასთან, როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტში გაწეული ნებისმიერი ხარჯი არის დასაბუთებული, ამიტომ საუბარი არამიზნობრიობაზე არ არის გამართლებული. „შარშან დაასრულა ჩვენი შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და მივესალმები, თუ უახლოეს ხანებში კვლავ შეისწავლის. ასევე მინდა განვაცხადო, რომ უნივერსიტეტმა სწორედ ადმინისტრაციული რესურსების ეკონომიის ხარჯზე მოახერხა პროგრამული სამეცნიერო კვლევითი თემების დაფინანსება, სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, დოქტორანტების სწავლის საფასურის დაფარვა. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხი ადმინისტრაციის ხარჯების შემცირების გზით მოხდა.“-განაცხადა მან. რექტორი იმედოვნებს, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სტუდენტებთან ურთიერთობა და პრობლემების გადაჭრა ერთობლივად, დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება.
« იხ. ყველა სიახლე