2017-07-17
საზაფხულო სკოლისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება
7-17 ივლისს თსუ-მ „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით საზაფხულო სკოლას უმასპინძლა, რომელშიც სამი უნგრელი სტუდენტი მონაწილეობდა (პაზმანი პეტერის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი და ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტი). საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა გაიარეს კურსები: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ; საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.
« იხ. ყველა სიახლე