2017-07-17

საზაფხულო სკოლისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საზაფხულო სკოლის მონაწილე უნგრელ სტუდენტებსა და ერაზმუს+-სა და ბილატერალური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თსუ-ში 2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრში მყოფ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

7-17 ივლისს თსუ-მ „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით საზაფხულო სკოლას უმასპინძლა, რომელშიც სამი უნგრელი სტუდენტი მონაწილეობდა (პაზმანი პეტერის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი და ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტი). საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე,  სტუდენტებმა გაიარეს კურსები: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ; საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.

Print

« იხ. ყველა სიახლე