2019-04-16
თსუ-ში გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ გაიხსნა
![](/data/file_db/PR/ბურჯი.jpg)
„სიმბოლურია, რომ ენის კვირეული იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან სწორედ აქ გაღვივდა ის მუხტი პროტესტისა, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ჩვენი ენის, ერის გამარჯვებასთან. გამოფენაზე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, მათ შორის ის მასალები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც უნივერსიტეტის, ისე ქართული სახელმწიფოს ისტორიასთან,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.
„თსუ ბიბლიოთეკის საცავებიდან გამოიფინა იშვიათი წიგნები, რომლებიც აჩვენებენ ქართული ენისადმი ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულებას. გამოფენას „ბურჯი ეროვნებისა“ დავარქვით. აქ წარმოდგენილია ცნობილ ენათმეცნიერთა, ასევე, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომებიც, რომლებიც ასახავენ ჩვენი ენის სიღრმეს, მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 აპრილამდე გასტანს.
« იხ. ყველა სიახლე